ჭადრაკი

23:04 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა სარიჩთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს

ვეიკ-ან-ზეეს ტურნირის მე-9 ტურში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, ბაადურ ჯობავა (2710) ისევ გამარჯვებათა გზას დაადგა. ქართველმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელი ბენჯამინ ბოკი (2560) 32-ე სვლაზე დაამარცხა და კვლავ ლიდერებში გადაინაცვლა.

ახლა, ჯობავას აქტივში ხორვატი ივან სარიჩის (2637) დარად, 7.5 ქულა გააჩნია და მასთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი შავებით ტურნირის ერთ-ერთ ქალ მონაწილე ანა მუზიჩუკს (სლოვენია, 2566) დაუზავდა.

ლიდერების უახლოეს მდევარი ჰოლანდიელი ვეტერანი, 62 წლის იან ტიმანი (2607) გახლავთ, რომლის აქტივშიც 7.0 ქულაა.

თატა შტეელ ჩჰალლენგერს-ის მე-11 ტურის პარტიები 24 იანვარს ჩატარდება. ჯობავა შავი ფიგურებით სწორედ ტიმანს ეთამაშება, ხოლო სარიჩი ძალებს ჩინელ ქალ მოჭადრაკე ქსუე ჟაოსთან (2567) მოსინჯავს.

სულ ტურნირზე 13 ტური უნდა ჩატარდეს.

0.140953