ჭადრაკი

15:51 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა პირველ-მეორე ადგილებს იყოფს

ქართველმა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ (2710) ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში მიმდიანარე ტურნირის მე-7 ტურში ხორვატ ივან სარიჩთან (2637) პარტია შავი ფიგურებით ყაიმით დაასრულა და ლიდერობას სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად იყოფს.

სარიჩის და ჯობავას აქტივში 5.5-5.5 ქულაა და ისინი მე-3 ადგილზე მყოფ სლოვენიელ ანა მუზიჩუკს (2566) 0.5 ქულით უსწრებენ.

მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ითამაშებს და მისი მეტოქე ჩინელი იანგუი იუ (2677) იქნება. თავის მხრივ სარიჩი შავებით ერთ-ერთ აუტსაიდერ ჰოლანდიელ მერინ ვან დელფტს (2430) დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ვეიკ-ან-ზეეს Tata Steel Challengers-ი ცამეტ ტურად მიმდინარეობს და 26 იანვარს დასრულდება.

0.114872