არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ აინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 6 ტურის თავზე ლიდერობას განაგრძობს საქართველოს ვაჟთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2705).
ჯობავას აქტივში 5.5 ქულაა და იგი უახლოეს კონკურენტ ანდრეი ვოვკს (უკრაინა, 2599) 0.5 ქულით უსწრებს. ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ხვიჩა სუპატაშვილი (2455) 4.0 ქულით ასამდე მონაწილეს შორის 27-ე პოზიციაზე იმყოფება.
ცნობისთვის, ალ აინის ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს.