ჭადრაკი

14:55 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა მე-3 ადგილამდე დაქვეითდა

ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის დასკვნითი ტურის წინ ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2710) მე-3 ადგილზე იმყოფება. მისი დაქვეითება ბოლოსწინა ტურში ჰოლანდიელ დიმიტრი რეინდერმანთან (2593) მოულოდნელმა მარცხმა განაპირობა, არადა, ბაადური თეთრი ფიგურებით თამაშობდა.

ჯობავამ 79-ე სვლაზე წააგო და 12 ტურში 8.0 ქულა შერჩა. ასეთივე მონაგარით მე-2 პოზიციაზე იმყოფება ჰოლანდიელი ვეტერანი იან ტიმანი (2607), ჩემპიონობა კი უკვე გაინაღდა ხორვატმა ივან სარიჩმა (2637) გააჩნია, რომელმაც ამჯერად ჩინელი იანგიი იუ (2677) დაამარცხა და თავი 9.5 ქულას მოუყარა.

დასკვნით ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ამერიკელ კაიდენ ტროფს (2457) ეთამაშება, ტიმანი თეთრებით ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ რადეკ ვოიტაშეკს (2711) გაეჯიბრება, ხოლო სარიჩი შავი ფიგურებით ძალებს იტალიელ საბინო ბრუნელოსთან (2602) მოსინჯავს.

0.11405