ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე დავიდ ბრონშტეინის მემორიალზე 5 ტური მიილია, რეიტინგ-ფავორიტი ბაადურ ჯობავა (2706) კი ლიდერებს 0.5 ქულით ჩამორჩება.
ქართველმა მოჭადრაკე მე-4 ტურში შავი ფიგურებით ალეკსანდრ რახმანოვს (რუსეთი, 2606) დაუზავდა, მეხუთეში კი თეთრებით ბორის სავჩენკოს (რუსეთი, 2556) სძლია და თავი 4.0 ქულას მოუყარა.
ტურნირის სათავეში 4.5 ქულით რუსები დანიილ დუბოვი (2614) და ალეკსანდერ ხალიფმანი (2611) იმყოფებიან, რომლებიც მე-6 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ჯობავას, იგი შავი ფიგურებით ლატვიის წარმომადგენელი იგორ კოვალენკოს (2642) გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ ბრონშტეინის მემორიალი 9 ტურად მიმდინარეობს, გამარჯვებული კი თასთან ერთად 10 ათას დოლარს მიიღებს.