ჭადრაკი

12:28 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ლიდერებს მიუახლოვდა

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2706) მინსკში მიმდინარე დავიდ ბრონშტეინის მემორიალის მე-3 ტურში თეთრი ფიგურებით სომეხი მჰერ ჰოვანისიანი (2516) დაამარცხა და 2.5 ქულით მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

შეჯიბრის ლიდერები აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები – ელტაჯ საფარლი (2649) და ვასიფ დურარბაილი (2580) არიან, რომელთა აქტივშიც 3-3 ქულაა.

მე-4 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით რუს ალეკსანდრ რახმანოვს (2606) ეთამაშება, რომლის აქტივშიც ქართველის დარად 2.5 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ ბრონშტეინის მემორიალი 9 ტურად მიმდინარეობს, გამარჯვებული კი თასთან ერთად 10 ათას დოლარს მიიღებს.

0.125794