ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიმდინარე 2013 წლის მსოფლიოს თასზე მე-2 რაუნდის საწყისი პარტიები გაიმართა. ტურნირის ერთადერთი ქართველი მონაწილე ბაადურ ჯობავა (2696) შავი ფიგურებით უკრაინელ ანტონ კორობოვს (2720) დაუპირისპირდა და 41-ე სვლაზე მარცხი განიცადა. 15 აგვისტოს ქართველი დიდოსტატი თეთრებით გაირჯება და გამარჯვების შემთხვევაში, ტაი-ბრეიკზე ითამაშებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მსოფლიოს თასს გამოეთიშება.