ჭადრაკი

14:48 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ერთპიროვნულად ლიდერობს

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ აინში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად საერთაშორისო ღია ტურნირიც მიმდინარეობს, რომელშიც 2 ქართველი მოჭადრაკე: საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2705) და საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი (2455) მონაწილეობს.

4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ასპარეზობას  ერთპიროვნულად ჯობავა ლიდერობს. მან ეგვიპტელი ბარაკატ საიედ ჰასანის (2341), ირანელი ამირეზა პოურამეზანალის (2458), უკრაინელი ედუარდ ანდრეევის (2508) და სომეხი რობერტ ჰოვანისიანის (2597) დამარცხება მოახერხა.

ბაადურს 0.5 ქულით 6 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რაც შეეხება სუპატაშვილს, მან 3 პარტია ყაიმით დაასრულა, ერთში იმარჯვა და 2.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ასამდე მონაწილეს შორის 44-ე პოზიცია უკავია.

მე-5 ტურში ტურნირის რეიტინგი ფავორიტი ჯობავა შავი ფიგურებით ეგვიპტელ ამინ ბასემს (2654) დაუპირისპირდება, რომელსაც მე-2 განთესვა გააჩნია. თავის მხრივ, სუპატაშვილი ასევე შავებით ლიბანელ აბობკერ ელარბის (2295) დაუპირისირდება.

0.10144