ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ქართველი ბაადურ ჯობავა (2710) გახდა.
ქართველმა მოჭადრაკემ Tata Steel Challengers-ის მე-8 ტურში თეთრი ფიგურებით ჩინელი იანგიი იუ (2677) 35-ე სვლაზე დაამარცხა და 6.5 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ბაადურს 0.5 ქულით ჩამორჩა ხორვატი ივან სარიჩი (2637), რომელიც შავებით ჰოლანდიელ მერიინ ვან დელფტს (2430) დაუზავდა.
20 იანვარი ტურნირზე დასვენების დღეა, 21-ში კი ჯობავა შავი ფიგურებით იტალიელ საბინო ბრუნელოს (2602) ეთამაშება, რომელიც 3.5 ქულით მე-10 ადგილზეა.