ჭადრაკი

18:38 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა და ჯავახიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე დასრულდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – ბაადურ ჯობავა და ლელა ჯავახიშვილიც მონაწილეობდნენ. ჯობავა “როსტოვის” (რუსეთი) ღირსებას იცავდა, ხოლო ჯავახიშვილი კი “მიკას” (სომხეთი) სახელით გამოდიოდა. საბოლოოდ “როსტოვი” მე-7 ადგილს დასჯერდა. რაც შეეხება “მიკას”, სომხურმა კლუბმა “ნაშე ნასლედიესთან” (რუსეთი) ერთად, III-IV ადგილები გაიყო, უარესი კოეფიციენტის გამო “მიკა” მე-4 ადგილს დასჯერდა.

ვაჟთა შორის პირველი ადგილი “ნოვი ბოროს” (ჩეხეთი) ერგო, ხოლო ქალებს შორის ოქროს მედლები “მონტე კარლოს” წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

0.145423