ჭადრაკი

18:07 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ბრონშტეინის მემორიალზე

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სტარტი აიღო წარსულში ცნობილი დიდოსტატის დავიდ ბრონშტეინის სახელობის მემორიალმა, რომელიც მის 90-წლის იუბილეს ეძღვნება.

ტურნირზე პირველი რეიტინგი საქართველოს ნაკრების ლიდერ ბაადურ ჯობავას (2706) გააჩნია, საინტერესო კი ის გახლავთ, რომ 9 ტურად მიდინარე შეჯიბრის გამარჯვებული ერთბაშად 10 ათასი დოლარით დაჯოლდოვდება.

საწყის ტურში ქართველმა მოჭადრაკემ რუსი ელენა ზაიაცი (2423) დაამარცხა, მე-2 პარტია კი შავი ფიგურებით ყაიმით შვედ ემანუელ ბერგთან (2549) დაასრულა.

მე-3 ტურში ბაადური თეთრებით სომეხ მჰერ ჰოვანისიანს (2516) დაუპირისპირდება, რომელსაც კიდევ ათი მონაწილის დარად ქულათა მაქსიმუმი გააჩნია. 

0.137829