ჭადრაკი

20:59 | 16.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა ბლიც-ტურნირის ჩემპიონს 3.0 ქულით ჩამორჩა

მოსკოვში “აეროფლოტის” საჭადრაკო ფესტივალი ბლიც-ტურნირით დასრულდა, რომელშიც 204 (!) მონაწილეს შორის ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავაც (2704) ჩაერთო და მე-12 ადგილი დაიკავა.
ბაადურმა 18 შესაძლებლობიდან 12.0 ქულა მოაგროვა და ჩემპიონ სერგეი კარიაკინს (რუსეთი, 2769) 3.0 ქულით ჩამორჩა. მე-2 ადგილზე 14.5 ქულით კიდევ ერთი რუსი ალექსანდერ გრიშჩუკი (2761) გავიდა, მე-3 პოზიცია კი დამატებითი მაჩვენებლებით ჩინელი იანგუი იუმ (2631) დაიკავა.
ბლიც-ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი ევრო გახლდათ, საიდანაც გამარჯვებულმა კარიაკინს 7 ათასი ერგო, ჯობავას კი 600 ევრო გადაეცა.

0.118228