ბუენოს-აირესში ლეგენდარული არგენტინელი კალათბურთელის მანუ ჯინობილის ძეგლი აღმართეს. შეგახსენებთ, რომ ის ამჟამად ნბა-ს ჩემპიონის “სან ანტონიო სპურზის” ღირსებას იცავს, ნაკრებისთვის კი დიდი სამსახური აქვს გაწეული. ჯინობილის წინამძღოლობით, არგენტინელებს ოლიმპიური თამაშების ოქრო (2004) და ბრინჯაო (2008) აქვთ მოგებული, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი მე-2 ადგილზე გავიდნენ.