იტალიური “ჯენოას” თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო “რომაში” მის შესაძლო გადასვლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დედაქალაქური კლუბის ინსტერესი მას სიამოვნებს.
“ყოველთვის, როდესაც შენს სახელს დიდ გუნდს უკავშირებენ, სიამოვნებას ღებულობ. ჩემი უახლოესი გეგმა შვებულებაში გასვლაა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ.” – აცხადებს ჯილარდინო, რომელმაც გასული სეზონი “ბოლონიაში” ჩაატარა. “ლურჯ-წითლების” მაისურით გამართულ 36 თამაშში მან 12 გოლი გაიტანა.