თამაშგარე

11:20 | 11.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინოს მეუღლეს ფლორენციასთან განშორება გაუჭირდება

მას შემდეგ, რაც ალბერტო ჯილარდინომ ფლორენციიდან გუდა-ნაბადი აიკრა და სათამაშოდ გენუაში გადაბარგდა, იტალიაში ბევრს აინტერესებს, თუ რამდენად ადვილად გადაიტანას მისი მეუღლე, მოდელი ალისა ბერგოლი ფლორენციასთან განშორებას. როდესაც ჯილარდინო ”იებში” გადავიდა, მისი კაპრიზული მეუღლე ირწმუნებოდა, რომ ქმარს ფლორენციაზე არჩევანი თავად გააკეთებინა და ყველაფერს იზამდა, რათა ჯილარდინოები სწორედ ამ ქალაქში დამკვიდრებულიყვნენ საშვილიშვილოდ.
ცნობისათვის, ალისა ბერგოლი წარმოშობით ფლორენციიდანაა და სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული. თუმცა, შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად ჯერ მილანში, შემდეგ კი რომში გადაბარგდა და ალისას ფლორენციული ოცნებები მხოლოდ მას შემდეგ ახდა, რაც ”ფიორენტინას” აწყოფილმა მწვრთნელმა ჩეზარე პორანდელიმ ალბერტო ჯილარდინოს ”სკუადრა ვიოლაში” უხმო.
როგორც უკვე ვთქვით, ალისა ბერგოლის ფლორენცია ნამეტანი ყვარებია და რამდენჯერმე კიდეც დაიქადნა, ”ამ ქალაქიდან აწი ფეხის გამდგმელი აღარ ვარო”, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი დანაქადნები ასრულდეს. ალბერტო ჯილარდონო გენუაში იყოს, ალისა კი შვილთან, ჯინერვასთან ერთად ფლორენციაში ცხოვრობდეს – ასე ადვილად ვერ გამოვა. მით უმეტეს, რომ ალბერტომ ფლორენცია საკმაოდ განაწყენებულმა და გულნატკენმა დატოვა.
 

0.18764