ფეხბურთი

13:24 | 16.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო გაურკვევლობაშია

იტალიური “ჯენოას” ფორვარდმა ალბერტო ჯილარდინომ ჯერ არ იცის, რომელ კლუბში გაატარებს მომდევნო სეზონს. მოგეხსენებათ, 31 წლის იტალიელმა გასული სეზონი იჯარის წესით “ბოლონიაში” გაატარა, ზაფხულში კი, გენუელთა რიგებში დაბრუნდა.

“ჯერჯერობით, ჩემს მომავალთან დაკავშირებით ახალი არაფერია. არ ვიცი, რომელი კლუბის მაისურით ვითამაშებ მომდევნო სეზონში”, - განუცხადა თავდამსხმელმა Football Italia-ს.

ცნობისათვის, ჯილარდინომ “ბოლონიას” შემადგენლობაში 13 გოლი მიითვალა.

 

0.114786