თამაშგარე

10:50 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი ცოლს დაშორდა

როგორც იქნა ბოლო მოეღო ჭორებსა და მითქმა-მოთქმას და იტალიელმა გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ თავის ცოლთან, ჩეხ მოდელ ალიონა სერედოვასთან ოფიციალურად გაიყარა და ამის შემდეგ ბუფონს ამ ქალთან მხოლოდ საერთო შვილები დააკავშირებს.

ჯიჯიმ ყოფილ ცოლსა და შვილებს თავისი უზარმაზარი ვილა დაუთმო, რომელიც ტურინის ცენტრში მდებარეობს თავად კი შედარებით მოკრძალებულ სახლში გადავიდა. როგორც ფეხბურთელი ამბობს, იგი ყველანაირად ეცდება, რომ ქონებასთან დაკავშირებით დავა გამოირიცხოს და მისი ოფლით მოგროვილი სახსრები ყოველგვარი სასამართლოს გარეშე გაუნაწილოს ცოლსა და შვილებს.

რაც შეეხება გაყრის მიზეზებს... ჯიჯი ბუფონმა მედიასთან საუბარში ისიც დაადასტურა, რომ ცოლთან განშორების მიზეზი მისი ღალატი იყო. ბუფონი არ ასახელებს იმ ქალის სახელს, რომლთანაც ცოლს ღალატობს, თუმცა ამბობს, რომ ალიონას არაფერში ადანაშაულებს და ეს გაყრა გარდაუვალი იყო. 

 

0.182036