უკრაინის საფეხბურთო პირველ ლიგაში დებიუტი ჰქონდა გიორგი ჯგერენაიას.
სეზონის სტარტზე, “მიკოლაევმა”, სადაც ქართველი მარცხენა მცველი ირჯება, სტუმრად კიროვოგრადის “ზირკასთან” 1:2 წააგო. ჯგერენაიამ შეუცვლელად ითამაშა. განვლილ სეზონში, 19 წლის მცველი “გაგრადან” მარიუპოლის “ილიჩივეცში” განათხოვრებული იყო და დუბლშემადგენლობაში თამაშობდა. ამჯერად, “გაგრამ” ის იჯარით “მიკოლაევში” გაუშვა.
უკრაინის პრემიერლიგის სტარტზე, “სევასტოპოლმა”, რომელშიც მათე ღვინიანიძე გამოდის, საკუთარ მოედანზე ოდესის “ჩერნომორეცს” ვერ მოუგო. ქართველი მცველი 18 კაციან განაცხადში არ იყო.