უკრაინის პირველი ლიგის “მიკოლაევში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა მარცხენა მცველმა გიორგი ჯეგერენაიამ.
“მოკოლაევმა” თანალიგელ “ჰელიოსს” 3:1 მოუგო და სასტარტოში მყოფი ჯგერენაია მე-60 წუთზე შეცვალეს. 19 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში “გაგრადან” მარიუპოლის “ილიჩივეცში” იყო განათხოვრებული, სადაც დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, მომავალ სეზონს კი, “მიკოლაევში” გაატარებს.
კიევის “დინამო 2”-მა, სადაც ბადრი აქუბარდია და დავით იაშვილი გამოდიან, “დესნას” 2:0 აჯობა. აქუბარდიამ პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო იაშვილმა - მეორე. შეგახსენებთ, “დინამო 2” უკრაინის პირველ ლიგაში გამოდის.