20 წლის ქართველი მცველი გიორგი ჯგერენაია უკრაიული "მიკოლაევიდან" "გაგრას" დაუბრუნდა. ჯგერენაია შარშან ზამთარს "გაგრადან" "ილიჩივეცში" გადავიდა, ამხანაგური მატჩებიც ჩაატარა, თუმცა შემდეგ პირველლიგელ "მიკოლაევში" გააგრძელა კარიერა – სათამაშო პრაქტიკის მიღების გამო. ახლა მან გაწყვიტა უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა საქართველოში.
ჯგერენაიას საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, "მიკოლაევში" კი 22 მატჩი ჩაატარა.