ფეხბურთი

18:49 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯგერენაია თასზე “შახტართან” დამარცხდა

 

უკრაინის საფეხბურთო პერშა ლიგაში (პირველი ლიგა) მოასპარეზე “მიკოლაევი”, რომელშიც გიორგი ჯგერენაია გამოდის,  ქვეყნის თასის გათამაშებას 1/8-ფინალიდან გამოეთიშა.

“მიკოლაევი” შინ უკრაინულ გრანდს დონეცკის “შახტარს” დაუპირისპირდა და 0:4 წააგო.

ჯგერენაია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. “მიკოლაევის” კარი 37-ე წუთზე ბრაზილიელმა ფერნანდომ აიღო, 58-ე წუთზე თავი მისმა თანამემამულე ლუის ადრიანომ გამოიჩინა, ხოლო 65-ე წუთზე წერტილი ხორვატიის ნაკრების წევრმა ედუარდომ დასვა.

0.113141