ინგლისელი ფეხბურთელი, ჯერმეინ დეფო, რამდენიმე დღის წინ, ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში, თავის შეყვარებულთან, პოპულარულ ბრიტანელ მსახიობთან და ტელეწამყვანთან, დანიელა არმსტრონგთან ერთად დაინახეს და ფოტოებზეც დააფიქსირეს.
წყვილი რესტორანში ლიმუზინის ტაქსით მუსულა და მათ მიერ შეკვეთილი საჭმელ-სასმელის დიდმა ღირებულებამ, მრავლისმნახველი რესტორნის ადმინისტრაციაც კი გააოცა. როგორც რესტორნის დირექტორმა ჟურნალისტებს გაუმხილა, ჯერმეინ დეფომ და დანიელამ, 4500 გირვანქის ღირებულების სასმელ-საჭმელი მიირთვეს.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ჯერმეინსა და დანიელას, ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილები მოუთხოვიათ, რომლის ფასიც, რესტორანში 200 გირვანქა ყოფილა. ბულვარული პრესა ასევე იუწყება, რომ დანიელა არმსტრონგს ულამაზესი წითელი კაბა ეცვა, რომელიც იშვიათი ხავერდით იყო შექმნილი. მოკლედ, დეფომ უნდა თქვას, კაცი ვარ და სატრფო მყავსო...