შარშან, ფერადკანიანი ინგლისელი ფეხბურთელის, ჯერმეინ დეფოს ქორწილი უჩვეულოდ მოკრძალებულ ვითარებაში გაიმართა. არც ჯერმეინისა და არც მისი მეუღლის, შარლოტა მეარესის მშობლებსა და ნათესავებს ეს ქორწინება არ სურდათ, რადგან მათი აზრით, წყვილი ერთმანეთისათვის შეუფერებელი იყო.
რასიზმში ასე ხელაღებით, რასაკვირველია, ვერავის დავადანაშაულებთ, მაგრამ ფაქტია, რომ წყვილის გარშემო შექმნილი პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ დეფო ფერადკანიანია, მისი მეუღლე კი ჭეშმარიტად ბრიტანული გარეგნობის ქალია. თუმცა, აგერ უკვე ერთი წელი გავიდა წყვილის ქორწინებიდან და ჯერმეინ დეფო და შარლოტა მეარესი ისევ გუგულებივით არიან ერთმანეთთან.
ჯერმეინ დეფოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ინგლისელ ფეხბურთელს, სხვადასხვა მიღებებსა და ბანკეტებზე ხშირად პატიჟებენ. ინგლისელი ჟურნალისტები გასული წლის განმავლობაში ვერ იხსენებენ თუნდაც ერთ შემთხვევას, როდესაც ჯერმეინი მიღებაზე ცოლის გარეშე მივიდა. აი, ქმარიც ასეთი უნდა!