ბოლო დროს საინფორმაციო სააგენტოები აქვეყნებენ სტატიებს და მასალებს ჯერემი სტივენსის დაკავების ფაქტზე. ჯერემი გაოგნებული დარჩა, როდესაც წააწყდა სტატიას, თავისი დაპატიმრების შესახებ.
რატომღაც ამ ბოლო დღეებში „გუგლის“ ძიების მონაცემებით ჯერემი სტივენსი, ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ძალიან პოპულარული გახდა. მიზეზი კი ის არის, რომ ჯერემი სტეფანსი და სტივენსი აერიათ ერთმანეთში.
ჯერემი სტეფანსმა 12 დღე გაატარა ციხეში და გამოტოვა უმნიშვნელოვანესი შერკინება ივ ედვარდსთან. ის თავდასხმის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა, თვითონ არ აღიარებს დანაშაულს.
აღმოჩნდა, რომ სამშაბათს ინტერნეტში გავრცელდა სიახლე, რომ სტივენსი დააპატიმრეს, თავის შეყვარებულზე, მეკარე, ჰოპ სოლოზე თავდასხმის ბრალდებით, შემდეგ კი, გაათავისუფლეს, ყოველგვარი სასჯელისა და ჯარიმის გარეშე.
ეს სიახლე სწრაფად მოედო სოციალურ მედიას და იმდენად გავრცელდა, რომ ვეღარავინ გაიგო - ვინ ვის დაესხა თავს და საერთოდ, სტეფანსი იყო კრიმინალი, თუ სტივენსი. ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე დადგენილია, Gოოგლე-ს ძიებაში სტივენსი პირველ ადგილზეა, სტეფანსი კი მე-4-ზე.
სტეფანსის საუბედუროდ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დღეს აღარავის უკვირს და ინტერნეტის მომხმარებლები მასზე ინფორმაციას ადვილად მოიპოვებენ. 28 ჩხუბიდან 20 მოგება, აქედან 14 ნოკაუტით, ალბათ, უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს მის ბრალდებას (ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა). მითუმეტეს, პრესას ძნელია რაიმე დაუმალო და შეცდომის გამოსასწორებლად, მათ საინტერესო ინფორმაციების კორიანტელი შესთავაზეს მკითხველს, სადაც გაირკვა, რომ ეს სტეფანსის პირველი დაკავება არ ყოფილა და 2011 წელსაც იმავე დანაშაულის გამო იქნა აყვანილი.