ჭადრაკი

17:21 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერჯერობით, მე-10 ადგილზე

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გრძელდება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის, სადაც საქართველოს ღირსებას ქალბატონთა ოთხეული იცავს ნონა გაფრინდაშვილის (2300), თამარ ხმიადაშვილის (2076), ციალა ქასოშვილის (2144) და ნინო მელაშვილის (2127) შემადგენლობით.

4 ტურის თავზე საქართველოს ნაკრები 2 მოგებით და ამდენივე მარცხით 18 გუნდს შორის მე-10 ადგილზე იმყოფება. გასულ ტურებში ქართველმა მოჭადრაკეებმა ნორვეგიელებს 3.5:0.5 სძლიეს, შემდეგ კი ლატვიასთან 1.5:2.5 დამარცხდნენ.

მე-5 ტურში ქართველი ქალბატონები ინგლისის მე-2 გუნდს ეთამაშებიან.

0.118641