ფეხბურთი

17:21 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდს შესატევად ენერგია აღარ ჰყოფნის

“ლივერპულის” კაპიტნის სტივენ ჯერარდის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად იძულებულია უფრო ხშირად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშოს, მაგრამ გუნდის თავკაცის ბრენდან როჯერსის მიერ შერჩეული ახალი სქემა 3-4-1-2, შეტევაში უფრო ხშირად ჩართვის საშუალებას მისცემს.

“ლივერპულის” ახალ სათამაშო სქემაზე გადასვლა საშუალებას მომცემს მეტოქის კარს უფრო ხშირად დავემუქრო, რადგან სამი მცველი დამაზღვევს. ბრენდან როჯერსს ვესაუბრე და მას სურს, რომ შესატევად საჭირო მომენტები კარგად შევარჩიო. 33 წლის ვარ და ღიად ვამბობ, რომ გამუდმებით შეტევის მხარდასაჭერად ენერგია აღარ მყოფნის. იმედია, გამოცდილება დამეხმარება, რომ მსგავსი ჩართვებისთვის დრო შევარჩიო. თუმცა, მუდამ სუფთა “საყრდენის” როლის შესრულებას არ ვაპირებ” – იუწყება ჯერარდის სიტყვებს ბრიტანული პრესა. 

0.110206