ფეხბურთი

14:35 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდს “ლივერპული” ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტანს სტივენ ჯერარდს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ამის შესახებ ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა.

33 წლის ნახევარმცველი ხელშეკრულებას 2016 წლამდე გაახანგრძლივებს. მიმდინარე სეზონში ჯერარდმა “ლივერპულში” 37 მატჩი ჩაატარა და 14 გოლთან ერთად, 10 საგოლე პასი მიითვალა.

“ჯერარდი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელსაც ზაფხულში კონტრაქტს შევთავაზებთ. ამ სეზონში მან მაღალ დონეზე ითამაშა და იმედი მაქვს, რომ 2015 წლის მერე ასევე გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც საკვანძო ფეხბურთელი იქნება” – იუწყება როჯერსის სიტყვებს Liverpool Echo.

ჯერარდი “ლივერპულში” 1998 წლიდან გამოდის და 666 შეხვედრაში 173 გოლი გაიტანა.

0.124975