ფეხბურთი

23:24 | 19.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდის მე-100 გოლმა “ლივერპულს” ვერ უშველა

შაბათის პრემიერლიგა თავისებური იყო: ჯერარდის მე-100 გოლმა “ლივერპულს” ვერ გაამარჯვებინა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ისევ დაკარგა ქულები, “არსენალი” ერთპიროვნული ლიდერი გახდა, ხოლო “ჩელსის” გაუჭირდა, მაგრამ…4:1 გაიმარჯვა.

დღის ადრეულ მატჩში “ლივერპულმა” კაცნაკლულ “ნიუკასლს” ვერაფერი მოუხერხა. მსაჯმა ანდრე მარინერმა მასპინძელი ფრანგი მაპუ იანგა-მბივა პირველი ტაიმის მიწურულს გააძევა. სტუმრებს შეეძლოთ რიცხობრივი უპირატესობით ესარგებლათ, მაგრამ “ლივერპულმა” ისე ითამაშა, როგორიც შარშან გვახსოვს: ბევრს უტევდა, ტერიტორიულ უპირატსობას ფლობდა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა. თითქოს რაღაც მარილი აკლიათო. “კაჭკაჭებმა” კი თავისი საქმე გააკეთეს. ერთ-ერთ ლიდრს ორი ქულა აართვეს.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. სწრაფი კონტრშეტევა გამოუვიდათ და კაბაიემ საკმაოდ შორი მანძილიდან გაიტანა. მე-40 წუთზე კი ნიუკასლელთათვის ძალიან უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა. იანგა-მბივამ თავის საჯარიმოში ლუის სუარესი წააქცია, წითელი ბარათიც მიიღო და პენალტიც “აიკიდა,” რომელიც ზუსტად შეასრულა სტივენ ჯერარდმა. ეს კაპიტან ჯერარდის მე-100 სალიგო გოლი გახლდათ “ლივერპულის” მაისურით.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა. “წითლები” კვლავ ცდილობდნენ კრულის კარის დალაშქვრას, მაგრამ ისევ გაეპარათ კონტრშეტევა. უელსელმა პოლ დამეტმა, ფაქტობრივად, ცარიელ კარში გაიტანა. მერე სუარეს-სტარიჯმა თავისი სიტყვა მაინც თქვეს. საჯარიმოში შევარდნილმა ურუგვაელმა ჩააწოდა, სტარიჯმა ყველას დაასწრო და თავით გადაგზავნა ბურთი მასპინძელთა კარში.

სტუმრები შემდეგაც ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

“მანჩესტერი” ვან პერსის გოლით იგებდა, მერე რუნიმ და იმავე ვან პერსიმ ხარიხასაც მოარტყეს ბურთი, მაგრამ “საუთჰემპტონმა” დაამტკიცა, რომ ტყუილად არ გარეულა საუკეთესო ხუთეულში. დამთავრებას აღარაფერი უკლდა, როცა კუთხურს დეიან ლოვერნის გოლი მოჰყვა. შედეგად – 1:1.

მესუთ იოზილი ნელ-ნელა “არსენალის” ლიდერად ყალიბდება. გერმანელმა დუბლი მიითვალა და ეს ექს-რეალელის პირველი 2 გოლი იყო პრემიერლიგაში. “მეთოფეები” ახლა კარგ ფორმაში არიან და დამსახურებულად დგანან პირველ ადგილზე.

Dდუბლი შეასრულა კიდევ ერთმა დიდებულმა ფეხბურთელმა - ედენ აზარმა. მის “ჩელსის” თავიდან საკმაოდ გაუჭირდა “კარდიფთან” და აგებდა კიდეც, მაგრამ აზარის გამათანაბრებელმა ყველაფერი შეცვალა. “არისტოკრატები” შეუჩერებელნი გახდნენ და კიდევ 3 გოლი გაუტანეს უელსელებს.

ნიუკასლი – ლივერპული 2:2 (1:1)

ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 51 703

Nნიუკასლი: კრული, დებიუში, იანგა-მბივა, უილიამსონი, სანტონი, ბენ არფა (სემი ამეობი 78), კაბაიე (ანიტა 78), ტიოტე, სისოკო (დამეტი 45), რემი, გუფრანი

Mმწვრთნელი: ალან პარდიუ

Lლივერპული: მინოლე, კოლო ტურე, ჯონსონი (სტერლინგი 83), შკრტელი, საკო (ლუის ალბერტო 63), სისოკო, ჯერარდი, მოზესი, ჰენდერსონი, სუარესი, სტარიჯი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 1:0 კაბაიე (23), 1:1 ჯერარდი (პენ, 42), 2:1 დამეტი (57), 2:2 სტარიჯი (72)

გაფრთხილება: გუფრანი (68), დებიუში (86); ჯერარდი (45+2), კოლო ტურე (71), სტარიჯი (84)

გაძევება: იანგა-მბივა (40)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 38% - 62%, დარტყმა: 4(7)-7(14), ჯარიმა: 8-10, თამაშგარე: 0-2,  კუთხური: 3-13, სეივი: 5-2

 

არსენალი – ნორვიჩი 4:1 (1:0)

ლონდონი. “ემირეითსი.” 60 009

Aარსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, იოზილი, არტეტა, ფლამინი (რემზი 37), კასორლა (როსიცკი 59), უილშირი, ჟირუ (ბენდტნერი 78)

Mმწვრთნელი; არსენ ვენგერი

ნორვიჩი: რადი, მარტინ ოლსონი, ტერნერი, ბასონგი, მარტინი, ტეტი (ჰულაჰანი 79), ფერი, სნოდგრასი, პილკინგტონი (რედმონდი 71), ჰაუსონი, ჰუპერი

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

გოლები: 1:0 უილშირი (18), 2:0 იოზილი (58), 2:1 ჰაუსონი (70), 3:1 რემზი (83), იოზილი (88)

გაფრთხილება არ ყოფილა

მსაჯი: ლი პრობერტი

ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 11(6)-6(4), ჯარიმა: 8-7, თამაშგარე: 1-2, კუთხური: 9-1, სეივი: 5-7

 

ჩელსი – კარდიფი 4:1 (1:1)

Lლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 475

ჩელსი: ჩეხი, ტერი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ბერტრანი (ფერნანდო ტორესი 64) , ლამპარდი, უილიანი, რამირესი, აზარი, ეტო’ო (ასპილიკუეტა 69), მატა (ოსკარი 58)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

კარდიფი: მარშალი, ტეილორი, ტერნერი, თეოფილე კატერინე, კოლკერი, უითინგემი, კოუვი, მედელი (ბო-კიუნგ კიმი 56), მატჩი, გუნარსონი (გესტედე 81), ოდემვინგიე (კემპბელი 67)

მწვრთნელი: მალკი მაკაი

გოლები: 0:1 მატჩი (10), 1:1 აზარი (33), 2:1 ეტო’ო (66), 3:1 ოსკარი (78), 4:1 აზარი (82)

გაფრთხილება: დავიდ ლუისი (41); კოუვი (45), მარშალი (54)

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 7(9)-3(4),ჯარიმა: 12-5, თამაშგარე: 3-1, კუთხური: 6-9,  სეივი: 2-3

 

ევერტონი – ჰალი 2:1 (1:1)

ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 38 828

Eევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, ბერი, ოსმანი (პინაარი 56), კოულმენი, მაკარტი, ბარკლი (ნეისმიტი 80), მირალასი, ლუკაკუ (არუნა კონე 67)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ჰალი: მაკგრეგორი, ფაიე, როსენიორი (ბოიდი 66), ფიგეროა, დევისი, ჰადლსტოუნი, ალუკო (ქუინი 73), ელ მოჰამადი, ლივერმორი, გრემი (საგბო 16), ბრეიდი

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 მირალასი (8), 1:1 საგბო (30), 2:1 პინაარი (57)

გაფრთხილება: ბერი (29), ოსმანი (55), ბეინსი (90+3); ჰადლსტოუნი (90+1)

მსაჯი: ნილ სუორბრიკი

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 5(2)-1(7), ჯარიმა: 7-17, თამაშგარე: 1-1, კუთხური: 5-6, სეივი: 0-3

 

მანჩესტერი – საუთჰემპტონი 1:1 (1:0)

მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 220

მანჩესტერი: დე ხეა, ევრა, ევანსი, რაფაელი, ჯონსი, კარიკი, ნანი (გიგზი 69), ფელაინი (უელბეკი 76), იანუზაი, ვან პერსი, რუნი (სმოლინგი 87)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

საუთჰემპტონი: ბორუცი, ჟოზე ფონტე, ლოვერნი, კლაინი, შოუ, დევისი (უარდ-პროუსი 67), ლალანა, შნაიდერლინი, ვანაიამა (გული 83), როდრიგესი (ლამბერტი 57), ოსვალდო

მწვრთნელი: მაურიუსიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ვან პერსი (26), 1:1 ლოვერნი (89)

გაფრთხილება: იანუზაი (56), ჯონსი (90+4); შნაიდერლინი (38), ვანაიმა (57), ჟოზე ფონტე (86)

მსაჯი: მაიკ ჯონსი

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 5(5)-7(9), ჯარიმა: 10-19, თამაშგარე: 8-2, კუთხური: 4-4, სეივი: 6-4

 

სტოკი – ვესტ ბრომვიჩი 0:0

სტოკი. “ბრიტანია.” 25 904

სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუთი, პეტერსი, უილკინსონი, შოუქროსი, ადამი (უილსონი 80), აირლენდი, ნ’ზონზი, უოლტერსი (ჯონსი 58), არნაუტოვიჩი (პალასიოსი 90+2), ასაიდი

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ვესტ ბრომვიჩი: მაიჰილი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი, მაკოლი, ამალფიტანო (მორისონი 62), სესენონი, მულუმბუ, იაკობი, ანიჩებე (ლონგი 75), ბერაინო (ანელკა 62)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გაფრთხილება: უილკინსონი (74)

მსაჯი: ჰოვარდ უები

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 3(6)-5(4), ჯარიმა: 12-10, თამაშგარე: 2-2, კუთხური: 6-6, სეივი: 5-3

 

სუონსი – სანდერლენდი 4:0 (0:0)

სუონსი. “ლიბერთი.” 20 245

სუონსი: ვორმი, ანხელ რანხელი, ჩიკო, ამატი, დევისი (ტეილორი 51), დე გუზმანი, რუტლიჯი (პოსუელო 82), დაიერი, ბრიტონი, მიჩუ, ბონი (ალვარო 75)

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

სანდერლენდი: ვესტვუდი, ო’ში, ბერდსლი, ჩელუსტკა, რობერგე, გარდნერი, ჯონსონი (ბორინი 61), კატერმოლი, ლარსონი, ჯაკერინი (კოლბექი 61), ფლეტჩერი (ალტიდორე 82)

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლები: 1:0 ბერდსლი (ს.კ.), 2:0 დე გუზმანი (58), 3:0 ბონი (პენ, 64), 4:0 ჩიკო (80)

გაფრთხილება: ჩიკო (45+2); ბერდსლი (10), რობერგე (43)

მსაჯი: კრეიგ პაუსონი

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 7(4)-1(5), ჯარიმა: 12-13, თამაშგარე: 2-5, კუთხური: 7-2, სეივი: 1-3

 

ვესტ ჰემი – სიტი 1:3 (0:1)

ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.”

ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი (ო’ბრაიანი 65), რაცი, რიდი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (პეტრიჩი 83), ნოუბლი, დიამე, მორისონი, ვაჟ ტე (ჯერვისი 65)

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

სიტი: ჰარტი, რიჩარდსი, კლიში, ნასტასიჩი, ნასრი (მილნერი 74), ხავი გარსია, დავიდ სილვა, იაია ტურე, ფერნანდინიო, აგუერო (იოვეტიჩი 82), ნეგრედო (კოლაროვი 66)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1, 0:2 აგუერო (16, 51), 1:2 ვაჟ ტე (58), 1:3 დავიდ სილვა (80)

გაფრთხილება: ნოლანი (34); დავიდ სილვა (26), კლიში (63)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 2(6)-9(2), ჯარიმა: 7-12, თამაშგარე: 1-1, კუთხური: 5-5,  სეივი: 6-1

 

20 ოქტომბერი: ასტონ ვილა – ტოტენჰემი

21 ოქტომბერი: კრისტალ პალასი – ფულემი

 

ბომბარდირები:

7 – დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

5 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), აარონ რემზი (“არსენალი”)

 

1.                       არსენალი                                 8       6       1      1        18:9           19       
2. ჩელსი 8 5 2 1 14:5 17
3. ლივერპული 8 5 2 1 13:7 17
4. სიტი 8 5 1 2 20:9 16
5. საუთჰემპტონი 8 4 3 1 8:3 15
6. ევერტონი 8 4 3 1 12:10 15
7. ტოტენჰემი 7 4 1 2 6:5 13
8. მანჩესტერი 8 3 2 3 11:10 11
9. ჰალი 8 3 2 3 7:9 11
10. ნიუკასლი 8 3 2 3 11:14 11
11. სუონსი 8 3 1 4 12:11 10
12. ასტონ ვილა 7 3 1 3 9:8 10
13. ვესტ ბრომვიჩი 8 2 4 2 7:6 10
14. ვესტ ჰემი 8 2 2 4 8:8 8
15. სტოკი 8 2 2 4 4:7 8
16. კარდიფი 8 2 2 4 8:13 8
17. ფულემი 7 2 1 4 5:9 7
18. ნორვიჩი 8 2 1 5 6:13 7
19. კრ. პალასი 7 1 0 6 5:13 3
20. სანდერლენდი 8 0 1 7 5:20 1
0.172106