“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი, “სიტისთან” მოგებული თამაშის (3:2) შემდეგ აცხადებს, რომ სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო, რადგან მის გუნდს პრემიერლიგა ჯერ არ მოუგია.
“ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან წინ კიდევ 4 თამაში გველის, რომელიც 4 ფინალის ტოლფასია.
თამაშის დროს მეჩვენებოდა, რომ დრო გაჩერდა, მაგრამ შემდეგ ნანატრი საფინალო სასტვენი გაისმა, რაც მოგებას ნიშნავდა. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ.
ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. მართალია, მნიშვნელოვანი თამაში იყო, მაგრამ კიდევ 4 დაპირისპირება გველის, რომლებშიც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.” – აცხადებს პრემიერლიგის ლიდერი გუნდის კაპიტანი.