“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა პრეპიერლიგის მე-11 ტურში “ფულემთან” მოპოვებული გამარჯვების (4:0) შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ძირითადად თანაგუნდელ ლუის სუარესზე ისაუბრა.
“სუარესი მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის. მის მხარდამხარ თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნებაა” – განაცხადა სტივენ ჯერარდმა.
“ფულემთან” მატჩში ლუის სუარესმა 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი უკვე 8 გოლი დაუგროვდა.