ფეხბურთი

20:41 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი მუნდიალის მერე გადაწყვეტს

 

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი სანაკრებო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას მუნდიალის შემდეგ მიიღებს.

"მერსისაიდელთა" მთავარი მწვრთნელის ბრენდან როჯერსის განცხადებით, ფეხბურთელი ასაკის მიუხედავად, ნაკრებშიც და კლუბშიც კარგად ირჯება.

"ჯერარდი ნაკრებში დიდებულ ფორმაში გავუშვით და დარწმუნებული ვარ კარგადაც იასპარეზებს. თუ იგი რჩევას მთხოვს, ჩემს აზრს ყოველთვის ვეტყვი. დაველოდოთ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებას და ვნახოთ რას გადაწყვეტს. ჯერარდი ინტელიგენტი ფეხბურთელია. თავისი სათამაშო ამპლუის მიუხედავად, იგი თავდამსხმელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ვიმედოვნებ, შემდეგ წელსაც ჩინებულ ფორმაში იქნება." - განაცხადა როჯერსმა.

რამდენიმე დღის წინ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ჯერარდი ჯერჯერობით ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ნაადრევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის სტივენ ჯერარდს ეროვნული გუნდის რიგებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 21 გოლია.

გიორგი ბალახაძე

0.11282