უახლოეს პერიოდში, ინგლისური “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები მაისის შემდეგ მიმდინარეობს. საბოლოოდ, “ლივერპული” ჯერარდს 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ფინანსური პირობები, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ჯერარდს მერსისაიდელთა რიგებში დებიუტი 1998 წელს ჰქონდა, 2003 წლიდან კი, გუნდის უცლელი კაპიტანია.