“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, მისი გუნდის მიზანი პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა.
“ჩვენი გუნდის შესაძლებლობებისა და სეზონის სტარტის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევა და ოთხეულში მოხვედრა შეგვიძლია. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ყველა იმედგაცრუებული ვიქნებით.
“ლივერპულის” მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაა. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში, მივიღებთ ფინანსურ სარგებელს, რომელიც გუნდს ფეხბურთელების დამატების შესაძლებლობას მისცემს.
ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდთა შორის მოგვიაზრებენ, თუ გათამაშების დასრულებამდე 10 ტურით ადრე ლიდერთა შორის ვიქნებით.” – განაცხადა ჯერარდმა Sky Sports-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ, 36 ქულით, “ლივერპული” გათამაშებას” “არსენალთან” ერთად ლიდერობს.