ფეხბურთი

22:07 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი "ლივერპულის" მენეჯერობაზე ოცნებობს

 

"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი, გუნდის მენეჯერობაზე ოცნებობს. ინგლისელ ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს, კარიერის დამთავრების შემდეგ "ენფილდზე" მენეჯერის როლში წარსდგეს.

როდესაც კარიერას დავამთავრებ, მსურს, "ლივერპულის" მენეჯერი გავხდე, თუ კლუბი ამის საშუალებას მომცემს. აქ მსოფლიო დონის მენეჯერები არიან, თუმცა დაველოდები ჩემ შანსს. გარკვეული ასაკის შემდეგ, ფეხბურთელმა მომავალზე უნდა იფიქროს. მომავალში, თავს მენეჯერად უფრო ვთვლი, ვიდრე მწვრთნელად, მაგრამ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს", - განუცხადა TwentyFour 7 Football-ს ჯერარდმა.

ინგლისის ნაკრების 33 წლის ფეხბურთელს, კლუბთან კონტრაქტის ვადა ორ წელიწადში ეწურება და "ლივერპულის" კაპიტანმა უკვე დაიწყო საუბარი კარიერის დასრულებასა და სამომავლო გეგმებზე.

გიორგი ბალახაძე  

 

0.113797