ინგლისური “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. მერსისაიდელთა ოფიციალური საიტის ცნობით, 33 წლის ინგლისელი მხარზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ დაბრუნებას ივლისში შეძლებს და წინასასეზონო შეკრებებსაც გუნდთან ერთად გაივლის.
გატყობინებთ, რომ ჯერარდის აღდგენითი პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. სტივის დაბრუნებას პირველსავე შეკრებაზე ველით”, - ნათქვამია “ლივერპულის” განცხადებაში.
თავდაპირველად, ექიმები ჯერარდის გამოჯანმრთელებას სეზონის სტარტისთვის ელოდნენ, მაგრამ სადღეისოდ, კითხვის ნიშნები მოხსნილია.