ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი სტივენ ჯერარდი ჩილესთან მატჩს გამოტოვებს, მაგრამ გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირებაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ამის შესახებ ინგლისელთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა განუცხადა ბრიტანულ მედიას.
“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჯერარდი ჩილესთან მატჩს გამოტოვებს და გერმანიასთან შეხვედრაში დაგვიბრუნდება. თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, ჯერარდი სამშაბათამდე სრულად გამოჯანმრთელდება”, - განაცხადა ჰოჯსონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერარდს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და ვარჯიშს, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს.