ფეხბურთი

12:37 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი გამოყენებული პენალტებით მესამე ადგილზე გავიდა

ინგლისის “ლივერპულის” ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა, “მანჩესტერთან” “ოლდ ტრაფორდზე” 3:0 მოგებულ მატჩში თერთმეტრიანი ნიშნულიდან ორი გოლი გაიტანა და ინგლისის პრემიერლიგაში რეალიზებული პენალტებით მესამე ადგილზე გავიდა.

33 წლის ფეხბურთელს ნიშნულიდან უკვე 26 გოლი აქვს გატანილი.

ამ მაჩვენებლით ის “ბლექბერნის” და “ნიუკასლის” ყოფილ ფორვარდ ალან შირერს (56 პენალტი) და “ჩელსის” ნახევარმცველ ფრენკ ლემპარდს ჩამორჩება, რომელიც “ვესტ ჰემშიც” თამაშობდა (43).

რაც შეეხება “მანჩესტერს”, ამ გუნდმა მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე მეხუთე თამაში წააგო. აღსანიშნავია, რომ “ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერელები ამდენჯერ გასული სამი სეზონის ჯამში დამარცხდნენ.

0.111298