მსოფლიოს ყოფილი მე-4 ჩოგანი, 32 წლის ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი მამობისთვის ემზადება. მისი მეგობარი გოგონა – ემილი ორსულადაა და მალე ქვეყნიერებას პირმშოს მოუვლენს. დაქორწინებას კი წყვილი არ ჩქარობს და ჯვრისწერა ნოემბერში დანიშნეს.
“ჩემი მომავალი მეუღლე, პიტ სამპრასთან გამართულ საგამოფენო მატჩზე გავიცანი. ემილი, პიტის პიარკამპანიაში მუშაობდა, ამიტომ მასთან შეხვედრას ჩოგბურთს უნდა ვუმადლოდე. 9 ნოემბერს, სან დიეგოში შეუღლებას ვაპირებთ”, - აცხადებს ბედნიერი ბლეიკი.