რაგბი

13:14 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ “ბარბაროსებში”, მერე მსოფლიო XV-ში

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ თამაშამდე, მეორედ მოირგებს ლეგენდარული “ბარბაროსების” შავ-თეთრ ზოლიან მაისურს.

29 წლის მორაგბემ, 1890 წელს დაარსებული კლუბის წინააღმდეგ 2006 წელს “მიხეილ მესხზე” ითამაშა, 2012 წელს კი, თავად მოირგო ამ გუნდის მაისური და ჯერ ირლანდიის, მერე კი, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მას “ბარბაროსებში” შარშანაც უხმეს, თუმცა, მომქანცველი სეზონის შემდეგ იქ გამგზავრებაზე ქართველმა უარი განაცხადა.

წელს გორგოძემ პირველად რომ მიიღო მსოფლიო ნაკრებში მიწვევა, შეთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდა და 7 ივნისს კეიპტაუნში სამხრეთ აფრიკას ეთამაშება. მას შემდეგ, რაც მისი “მონპელიე” საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გამოეთიშა და 31 მაისს ფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ის “ბარბაროსებშიც” მიიწვიეს და 1 ივნისს ინგლისის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც ეროვნული გუნდით არ იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე “ბარბაროსებში” მიწვევა დავით ზირაქაშვილმა მიიღო და ამრიგად, ლეგენდარული კლუბის ღირსებას ერთბაშად ორი ქართველი მორაგბე დაიცავს.

0.185672