მოუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი ავტომბრბოლის, ჯენსონ ბატონის მშვენიერი გულისსწორი - ჯესიკა მიჩიბატა არაოფიციალურად უკვე ჯენსონის მეუღლედ ითვლებოდა, მაინც წუხდა იმაზე, რომ ბატონი მასთან ოფიციალურ ქორწინებას რატომღაც არ ჩქარობდა.
მიჩიბატას ამ წუხილის მიზეზი უპირველესად, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ ჯენსონ ბატონს თავს უამრავი თაყვანისმცემელი ახვევია და ნებისმიერ დროს არის საფრთხე, რომ ბრიტანელი ავტომრბოლის გული სხვა ქალმა მოინადიროს. მსგავსი საფრთხის წინაშე ალბათ ყველა ცნობილი ადამიანის სატრფო და საცოლე დგას.
როგორც ჩანს, ჯესიკას წუწუნმა და ცრემლთათხევამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო. რამდენიმე დღის წინ, ჯენსონმა და ჯესიკამ განაცხადეს, რომ ამ ზაფხულს ოფიციალურად დაქორწინებას აპირებენ და საბოლოოდ მოუღებენ ბოლოს მათ გარშემო აგორებული ჭორების ზვირთებს. თუმცა, ქორწინება პოპულარული ქმრის შენარჩუნების გარანტია რომ არაა, ჯესიკა მიჩიბატამ ალბათ ესეც უნდა იცოდეს...