უხერხული ინციდენტი მოხდა, იტალიურ კლუბ “ჯენოას“ პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზისა და ჟურნალისტ ვალერიო არიჩიელოს შორის.
ამ ინციდენტის მიზეზი კი, არიჩიელოს მიერ დასმული შეკითხვა გახდა კლუბის აქციების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით. მას, იმ მომენტში ხელში ვიდეოკამერა ეჭირა. სიტყვიერი შელაპარაკების მერე, გაბრაზებულმა პრეციოზიმ ჟურნალისტს ხელიდან გამოგლიჯა ვიდეოკამერა და ძირს დაანარცხა.
კამერა რა თქმა უნდა დაიმტვრა, თანაც ისე, რომ ვეღარ აღადგენენ. ენრიკო პრეციოზიმ განაცხადა, რომ მზადაა არიჩიელოს ზარალი აუნაზღაუროს.