იტალიურ კლუბებს – “რომასა” და “ჯენოას” შორის გარიგება მზადდება. Corriere dello Sport-ის ცნობით, გენუელები რომაელებისგან მარკო ბორიელოს სატრანსფერო უფლებებს სრულად გამოისყიდიან.
მოგეხსენებათ, გასულ სეზონში 31 წლის იტალიელი “ჯენოას” რიგებში იჯარის წესით თამაშობდა და რამდენადაც ცნობილია, სამწვრთნელო შტაბი ერთობ კმაყოფილი დატოვა. აქედან გამომდინარე, გენუელებმა მისი შეძენა გადაწყვიტეს და ამისათვის 4.5 მილიონი ევრო გამოყვეს.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ბორიელომ 28 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი მიითვალა.