ფეხბურთი

11:44 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯემაილი და პანდევი "გალათასარაიში" გადავიდნენ

 

აწ უკვე "ნაპოლის" ყოფილი მოთამაშეები, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების  ნახევარმცველი ბლერიმ ჯემაილი და მაკედონიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გორან პანდევი, კარიერას სტამბულის "გალათასარაიში" გააგრძელებენ. აღნიშნული ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

transfermarket-ის ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა 31 წლის პანდევს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ხოლო ჯემაილი "გალათასარაიში" მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.

პანდევი ნეაპოლურ კლუბში 2012 წლიდან ასპარეზობდა და მის აქტივში 22 გოლი და 26 საგოლე გადაცემაა.

ბლერიმ ჯემაილი "ნაპოლში" 2011 წელს "პარმადან" გადავიდა. სამი სეზონის განმავლობაში შვეიცარიელმა 109 მატჩი ჩაატარა და 18 გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

0.11405