თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის 17-წლამდელთა მთავარ მწვრთნელად ზვიად ჯელაძე დანიშნეს. ამის შესახებ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.
2011-2013 წლებში ჯელაძე “გაგრას” თავკაცი იყო და კლუბთან კონტრაქტი შეთანხმების საფუძველზე შარშან 24 დეკემბერს გაწყვიტა. ამის შემდეგ, ის “დინამოს” აკადემიაში მიიწვიეს.
აქვე გეტყვით, რომ 1996-1999 წლებში, ამპლუით მცველი ჯელაძე თბილისის “დინამოში” თამაშობდა და 63 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ფოტო fcdinamo.ge