დიდი ალბათობით, ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ედინ ჯეკო კარიერას გერმანულ “დორტმუნდში” განაგრძობს. The Guardian-ის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ტრანსფერიც გაიჩარხება.
ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, მხარეებმა მნიშვნელოვან შეთანხმებას ჯერ კიდევ იანვარში მიაღწიეს.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ჯეკომ 24 მატჩი ჩაატარა და 12 გოლით გამოირჩა. საგულისხმოა, რომ ბოსნიელი ნისლიან ალბიონზე გერმანული “ვოლფსბურგიდან” გადაბარგდა. ჯეკოს “მგლებთან” ერთად ვერცხლის სინიც აქვს მოგებული და შეიძლება ითქვას, ბუნდესლიგას ხუთი თითივით იცნობს.