თამაშგარე

10:26 | 2.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს ბლეიქმა შეყვარებული გაანაწყენა

ამერიკელი ჩოგბურთელის, ჯეიმს ბლეიქის ცხოვრებაში გაურკვევლობების ეტაპი დაიწყო. აშშ-ს ბულვარული გამოცემები წერენ, რომ ჯეიმსი კიდევ ერთხელ დაშორდა თავის გულისსწორს, ჟურნალ “მაქსიმის” მოდელს, ჯენიფერ შოლს და დიდი შანსია, რომ ამჯერად ეს დაშორება საბოლოო იყოს.
ჯეიმსი და ჯენიფერი, ერთმანეთს 2006 წლის შემდეგ ხვდებოდნენ და უკვე იმდენჯერ დაშორდნენ და შერიგდნენ, რომ სათვალავი აერევა ადამიანს. თუმცა, როგორც ამერიკული პრესა იუწყება, ამჯერად წყვილის დაშორების მიზეზი, ჯეიმსის ღალატი გახდა. ემანსიპირებული ამერიკელი ქალები კი, ქმრის ღალატს როგორც წესი, განსაკუთრებით ვერ ეგუებიან.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისში გაცვალა ჯეიმს ბლეიქმა მშვენიერი ჯენიფერი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ ცნობილი ქართული გამოთქმა: “თუ ცოლს ღალატობ, საყვარელი მინიმუმ ცოლზე კოხტა უნდა იყოსო.” ჯენიფერ შელიზე ლამაზი ქალი კი, თვალუწვდენელ ამერიკაშიც ძნელი მოსაძებნია...
 

0.214352