კალათბურთი

17:32 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯეფერსონი და გრიფინი კვირის მოთამაშეებად აღიარეს

“შარლოტ ბობქეთსის” ცენტრი ელ ჯეფერსონი და “ლოს ანჟელეს კლიპერსის” ფორვარდი ბლეიკ გრიფინი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ.

შარლოტელებმა კვირის განმავლობაში ოთხივე მატჩი მოიგეს, ჯეფერსონის საშუალო მონაგარი კი 24.3 ქულა და 11.5 მოხსნა იყო.

გრიფინის მეთაურობით ოთხ შეხვედრაში იმარჯვა “კლიპერსმაც”, ხოლო გუნდის ლიდერი საშუალოდ 27.0 ქულას, 9.3 მოხსნას, 4.8 პასს და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა.

სხვა კანდიტატები კაილ კორვერი (“ატლანტა”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), მაიკ კონლი (“მემფისი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), კარმელო ენტონი, ტიმ ჰარდუეი-უმცროსი (ორივე – “ნიუ იორკი”) და მანუ ჯინობილი (“სან ანტონიო”) იყვნენ.

0.116911