ჭადრაკი

21:16 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა

დასასრულს მიუახლოვდა ვერის ბაღში მიმდინარე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატი. მართალია ასპარეზობის დასრულებამდე 3 ტური დარჩა, მაგრამ ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვს ეროვნული ნაკრების წევრ ლელა ჯავახიშვილს,  რომელიც უახლოეს მდევრებს ქულანახევრით უსწრებს. აღნიშნული უპირატესობა ჭადრაკში საკმაოდ დიდია. თუ გავითვალისწინებთ, რომ უშუალო კონკურენტებთან უკვე ითამაშა, პირველი ადგილის შენარჩუნება და ოქროს მედლის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. დღეს გათამაშებულ მერვე ტურში ჯავახიშვილი საპრიზო ადგილზე გასვლის ერთ-ერთ პრეტენდენტ სოფო გვეტაძეს დაუზავდა, რომელსაც შავებით ეთამაშებოდა. მე-9 ტურში მისი მეტოქე სოფო გურამიშვილი იქნება, რომელსაც თეთრებით ეთამაშება. დარჩენილ ტურებში კი ურთიერთობას აუტსაიდერთა შორის მყოფ ანა კუჭავასა და სოფო ნიკოლაძესთან გაარკვევს.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა დღეს დასრულებულ მე-8 ტურში. აუტსაიდერთა შორის მყოფმა ინგა ხურცილავამ შავებით სოფო გურამიშვილს მოუგო, რომელიც პრიზიორთა შორის მოხვედრის პრეტენზიას აცხადებს. დღევანდელი ტურის პარტიებში ყველაზე დიდხანს ასპარეზობის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნინო ხომერიკისა და ეროვნული ნაკრების წევრ ბელა ხოტენაშვილის პარტია გაგრძელდა, რომელმაც 5 საათს გადააჭარბა. საბოლოოდ, ხოტენაშვილმა შეძლო გამარჯვების მოპოვება და მოჭადრაკეთა იმ ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც II-V ადგილებს ინაწილებენ. გთავაზობთ მე-8 ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს

მერი არაბიძე - ნინო ხურციძე 0.5:0.5

ნინო ბაციაშვილი - ნანი უნაფქოშვილი 1:0

ნინო ხომერიკი - ბელა ხოტენაშვილი 0:1

სოფო გვეტაძე - ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5

სოფო გურამიშვილი - ინგა ხურცილავა 0:1

სოფო ნიკოლაძე - ანა კუჭავა 1:0

მე-9 ტურის შეხვედრათა განრიგი

კუჭავა - არაბიძე

ხურცილავა - ნიკოლაძე

ჯავახიშვილი - გურამიშვილი

ხოტენაშვილი - გვეტაძე

უნაფქოშვილი - ხომერიკი

ხურციძე - ბაციაშვილი

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ

ჯავახიშვილი - 7 ქულა

გვეტაძე - 5,5

არაბიძე - 5,5

ხურციძე - 5,5

ხოტენაშვილი - 5,5

გურამიშვილი - 4,5

ბაციაშვილი - 4

ხომერიკი - 3,5

ნიკოლაძე - 2

ხურცილავა - 2

კუჭავა - 2

უნაფქოშვილი - 1

0.117103