ჩინეთის ქალაქ ვუსიში გრძელდება საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას ლელა ჯავახიშვილი (2464) იცავს. მე-6 ტურში ლელა შავი ფიგურებით მასპინძელ იიქსინ დინგს (2427) დაუპირისპირდა და 64-ე სვლაზე ყაიმი გააფორმა.
შედეგად, ჯავახიშვილმა 2.5 ქულა მოაგროვა და კვლავ სატურნირო ცხრილის ქვედა ნახევარში რჩება. ქართველის დარი მონაგარი ჩინელებს – ქსიაოუენ ჟანგს (2367), ჟუე ვანგს (2401) და იანგ შენს (2397) გააჩნიათ.
ტურნირის სათავეში კიდევ ერთი მასპინძელი ჟონგი ტანი (2483) და რუსი ვალენტინა გუნინა (2514) იმყოფებიან, რომელთა აქტივშიც 4.0-4.0 ქულაა.
მე-7 ტურში, რომელიც 7 ივნისს შედგება, ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ჩინელ ქიან ჰუანგს (2469) ეთამაშება, რომელსაც 3.0 ქულა გააჩნია.