ჭადრაკი

21:39 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილი ერთპიროვნული ლიდერია

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურში გამორჩეულ ინტერესს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ლელა ჯავახიშვილი-ბელა ხოტენაშვილის შეხვედრა იწვევდა, რომლებსაც აქამდე ქულათა მაქსიმუმი ჰქონდათ.

შედარებით გამოცდილმა ჯავახიშვილმა შეძლო ტურნირის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ხოტენაშვილის დამარცხება, 3 შესაძლებლობიდან ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

სოფიკო გურამიშვილმა, ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნინო ხომერიკს მოუგო, 2.5 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო, მე-4 ტურში, ასპარეზობის ლიდერ ჯავახიშვილთან ერთად, რომელიც შავებით უნაფქოშვილს ხვდება, დიდ ინტერესს იწვევს 2-2 ქულის მქონე ეროვნული ნაკრების წევრების მერი არაბიძისა და ბელა ხოტენაშვილის შეხვედრა.

გთავაზობთ მე-3 ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:

სოფიო გვეტაძე – მერი არაბიძე 0-1

სოფიო გურამიშვილი – ნინო ხომერიკი 1-0

სოფიო ნიკოლაძე – ნინო ბაციაშვილი 0.5-0.5

ანა კუჭავა – ნინო ხურციძე 0.5-0.5

ინგა ხურცილავა – ნანი უნაფქოშვილი 1-0

ლელა ჯავახიშვილი – ბელა ხოტენაშვილი 1-0

მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი:

არაბიძე – ხოტენაშვილი

უნაფქოშვილი – ჯავახიშვილი

ბაციაშვილი – კუჭავა

ხომერიკი – ნიკოლაძე

ხურციძე – ხურცილავა

გვეტაძე – გურამიშვილი

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:

ლელა ჯავახიშვილი (3 ქულა), გურამიშვილი (2.5), ხოტენაშვილი, ხურციძე, არაბიძე (2-2), უნაფქოშვილი, გვეტაძე, ბაციაშვილი, ნიკოლაძე, კუჭავა, ხურცილავა (1-1), ხომერიკი (0.5).

 

0.11643